„ფოლკლორი ჩვენი იდენტობაა“- ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარებულ შთამბეჭდავ გაკვეთილს, რომელსაც მასწავლებელი ნათია ღლიღვაშვილი ხელმძღვანელობდა.
ქართული ლიტერატურის გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
გაკვეთილის თემა იყო ხალხური ზეპირსიტყვიერება, მიზანი კი - მოსწავლეთა დაინტერესება ფოლკლორით და მათი აქტიური ჩართულობა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ხალხური შემოქმედების უნიკალურ ბუნებაზე, მის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და დღევანდელობაზე.
დამსწრეთა წინაშე საინტერესო ნომრებით წარდგნენ სიმღერის, ცეკვისა და დეკლამაციის ნიჭით დაჯილდოებული მე-6 კლასელები.
მსმენელთა ყურს ატკბობდა ქართული ხალხური ლექსებისა და სიმღერების გამორჩეული ნიმუშები, აღფრთოვანებას იწვევდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ქართული ცეკვები.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, მოზარდებში გააღვივა ფოლკლორის მიმართ დიდი ინტერესი.
იხილეთ ფოტოები: