წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
13 დეკემბერს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა - მაია გიორგაძემ ჩაატარა „მათემატიკური მარათონი“ მე-3 – მე-5 კლასის მოსწავლეების ჩართულობით.
მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ 3 გუნდად: „პირამიდები“, „მათემატიკოსები“, „ტვინიკოსები“.
მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის და სირთულის დავალებები, ამოხსნეს ამოცანები და თავსატეხები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეჯიბრი საინტერესო და ემოციური გამოვიდა. გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიზატორებს და მონაწილეებს და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგთა კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები: