ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად, სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან სკოლაში განხორციელდა პროექტი - „არა ძალადობას!“. გაიმართა შემეცნებითი ღონისძიებაზე თემაზე - „გახსოდეს!..“, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები „მაგრამ“ და „სამაგიეროდ“ სულის სიმტკიცე“ - აი რა არის მთავარი!“
მოსწავლეებმა დაგმეს ძალადობა, იმსჯელეს მის ფორმებზე და აღმოფხვრის გზებზე.
იხილეთ ფოტოები: