„გეომეტრიული ფიგურები მშვენიერების სრულყოფილი ნიმუშები“ - შთამბეჭდავი პროექტი ერკეთის საჯარო სკოლაში
16-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ წარმოადგინა სასწავლო პროექტი  - „გეომეტრიული ფიგურები მშვენიერების სრულყოფილი ნიმუშები“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაზრდა გეომეტრიისადმი, გეომეტრიული ფიგურების სიღრმისეული შესწავლა, ჩვენს გარშემო არსებული საგნების ფორმებზე დაკვირვება, სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება.

პროექტი პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, რომ გეომეტრიული თვისებები ყველა საგანს აქვს და უცხო ფიგურის აღქმა პირდაპირაა დამოკიდებული არა ფერთა გამაზე, დიზაინსა და სტილზე, არამედ ამ სივრცის გეომეტრიაზე. ამიტომ გეომეტრია ყველა სფეროში გამოიყენება.

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, საკითხში ცოდნა გაიღრმავეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203