ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება ნოღის საჯარო სკოლაში
16-12-2024

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანს“.

მსოფლიო შედევრი და ქართველი ერის ხელიხელსაგოგმანებელი მარგალიტი მოსწავლეებმა სულ სხვა თვალით დაინახეს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მაია ლორიამ და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამუნა ქორიძემ უკვდავი პოემის პერსონაჟებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეასხეს ხორცი და სწავლებისას მოსწავლეებს ინოვაციური მიდგომა შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პოემის დიდებულება არის მიზეზი, რომ ფილმი ჯერ არ არის გადაღებული.  წარმოუდგენელია ის  ჯადოსნური სამყარო ასახო ფილმში, რომელიც „ვეფხისტყაოსანშია“ წარმოდგენილი. საბედნიეროდ, კომპიუტერული ტექნოლოგიით დაიძლია ეს პრობლემა და ხელოვნურმა ინტელექტმა გააცოცხლა „ვეფხისტყაოსანი“.

ინოვაციური ღონისძიების შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ლორია გვიყვება:

„საოცრებაა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და ის ზღაპრული სამყარო, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა წარმოგვისახა. ისტ-ის მასწავლებელ თამუნა ქორიძესთან ერთად ერთად მოვიძიე, შევარჩიე და ბავშვებამდე მივიტანე ტექნოლოგიიით შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ანიმაციური ფილმი პოემაზე.

მე და ჩემი საყვარელი  ნათელა მასწავლებელი მოსწავლეებს კომენტარებით  ვეხმარებოდით, რათა ყველაფერი კარგად შეეცნოთ. ვფიქრობ, ეს ღონისძიება შემეცნებითი ხასიათისა იყო და ბევრი სიახლე შესძინა მოსწავლეებს“,- გვეუბნება მასწავლებელი და ღონისძიების მნიშვნელობას უსხვამს ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203