ოფრეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, შექმნეს კედლის გაზეთი და კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ სამი საუკეთესო ხელნაწერი გამოვლინა და გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო