წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ გოგოლაძემ ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. მისი თემა გახლდათ - „პროექტებით სწავლების დანერგვა და გაძლიერება სკოლაში“ .
შეხვედრის ორგანიზატორმა დამსწრე მასწავლებლებს სასწავლო პროექტების დაგეგმვის, ესგ-სთან, საგნის სტანდარტთან მისი დაკავშირებისა და განხორციელების ეტაპები დეტალურად გააცნო.
აგრეთვე, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, თუ რას უნდა მოიცავდეს სასწავლო პროექტის გეგმა, რა დრო შეიძლება დაეთმოს სასწავლო პროექტს, რა რესურსი შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა მისი წარმატებით განხორციელებისთვის და ა.შ.
შეხვედრის ორგანიზატორმა მასწავლებლებს პროექტის შეფასების რუბრიკა და მისი თითოეული პუნქტი პირდაპირი მეთოდით გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, ორგანიზატორმა მასწავლებლებს ყველა რესურსი, რომელიც მათ სასწავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში დაეხმარებათ თავიანთ მეილებზე გადაუგზავნა.
შეხვედრას შემდეგი პედაგოგები ესწრებოდნენ:
„წარმატება მინდა ვუსურვო ქალბატონ თამარ გოგოლაძეს და დამსწრე პედაგოგებს. იმედი მაქვს გაგრძელდება სამომავლოდ მსგავსი ფორმატის შეხვედრები და სრულად ჩაერთვება პედაგოგიური კოლექტივი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: