ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება შესთავაზონ.
ამჯერად, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინა ვასაძის, მოქალაქეობის მასწავლებლის - ნუგზარ ბერიძის ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“, გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს საინტერესო კითხვებზე მოუწიათ პასუხების მოძიება და დაფიქრება. ღირსეული ჭიდილის შედეგად კი, გაიმარჯვა გუნდმა - „ფენიქსი“.
გამარჯვებულ გუნდის წევრებს სკოლის დირექტორისაგან სიგელები გადაეცათ. ყველა მონაწილე მოსწავლე ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შემოქმედებითად მრავალფეროვანი იყო, რადგან მოსწავლეებმა წარადგინეს მუსიკალური ნომრები.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები: