ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ახლახან, მშობლიური ენის მასწავლებელმა - ანნა ტეპოიანმა, პირველკლასელებთან ერთად, ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეების მოტივირება და ანბანით კიდევ უფრო მეტად დაინტერესება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ პატარები მასწავლებლის მითითებებს ხალისით ასრულებდნენ და დაგროვილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლის დირექცია ანნა მასწავლებელს, ასეთი ხალისიანი და ლამაზი გაკვეთილისთვის, მადლობას უხდის და პედაგოგიურ საქმიანობაში ულევ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: