ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგები საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტვობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა თავისუფალი ხატვის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ 1-მე-6 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა კონკურსისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და გამოფინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, საინტერესო აქტივობების და კონკურსების ჩატარებას, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: