ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში ქართული ენის გაკვეთილი საინტერესო ფორმატით წარიმართა. მის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა საქართველოში მოღვაწე სომეხი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
მათ დამსწრე საზოგადოებას დერენიკ დემირჩიანის, საიათ ნოვას, ფარაჯანოვის, ჯივანის, თუმანიანის, შარლ აზნავურისა და ვაჰან ტერიანის მოღვაწეობის ეპიზოდები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მათი მოღვაწეობის ამხახველი ვიდეო მასალაც იყო წარმოდგენილი.