„ვინ უკეთ ვიცით მათემატიკა“​ - საციხურის საჯარო სკოლის კლუბ „არითმეტიკოსის“ წევრთა შორის ინდივიდუალური კონკურსი გაიმართა
16-12-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს მათემატიკის კათედრასთან არსებული, კლუბი - „არითმეტიკოსი“. 

ამჯერად, წევრთა მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კლუბის კურატორმა, გურამ ბოლქვაძემ წინა შეხვედრის დროს კლუბის წევრებს შეახსენა სამუშაო გეგმა და სთხოვა მოემზადებინათ თემები, შესახებ: „ვინ უკეთ ვიცით მათემატიკა“. 

კლუბის წევრებს შორის ინდივიდუალური კონკურსი გაიმართა.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

I ადგილი - მე-11კლასის მოსწავლე ბაკურ ბოლქვაძე;

II ადგილი - მე-9 კლასის მოსწავლე ლიკა ცეცხლაძე; 

III ადგილი - მე-5 კლასის მოსწავლე ნინი შავაძე.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციისაგან გადაეცა სიგელები. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203