ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია.
მათ შორისაა ია ოქრომელიძე, რომელმაც წარჩინებით სწავლითა და მუყაითი შრომით სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ახლახან, მოსწავლეს დამსახურებული ჯილდო გადაეცა.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ულოცავენ კურსდამთავრებულს ოქროს მედლის მიღებას და წინსვლას და წარმატებებს უსურვებენ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტო: