წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ სასწავლო წელი სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის - ანა ხვედელიძის ხელმძღვანელობით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
მათ შიდსის გამომწვევი მიზეზების, დაავადების გავრცელებისა და პრევენციის გზების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა შიდსთან დაკავშირებულ სტიგმებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ მათ ამომწურავად ისაუბრეს, ცოდნა გამოვალინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: