ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგების ხელმძრვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულიბით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დღესთან დაკავშირებით, „დემოკრატიის ფორუმი“ ჩატარდა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
მონაწილეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს გაეროს წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფასილიტატორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, კლუბის მეურვე - ზაირა ტყაბლაძე, გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: