საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის პედაგოგთან, გიორგი გვასალიასთან.
სტუმარმა აუდიტორიის წინაშე წაიკითხა საინტერესო ლექცია თემაზე - „თაობათა შორის კრიზისი, ბიბლიური სწავლების მიხედვით“.
შეხვედრას, გიმნაზიის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ - ლოტკინის ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები.
თეოლოგმა ამომწურავი პასუხი გასცა მსმენელთა შეკითხვებს.
დასასრულს მოსწავლეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
შეხვედრის ინიციატორები იყვნენ გიმნაზიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი და ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი.
იხილეთ ფოტოები: