შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები, პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით აქტიურად იმართება.
ამჯერად, მუსიკის პედაგოგმა მთვარისა ცარციძემ, პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი - „მარჯვე ხელები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო ფანტაზიის განვითარება, მრავალმხრივი შემოქმედებითი აქტივობის ორგანიზება, საკუთარი მოსაზრებათა გამოთქმისა და დასაბუთების უნარის გამოვლენა–განვითარება.
მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: