„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს 
16-12-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ სოფიკო მარჯანიძის ხელმძღვანელობით იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს.

„ბავშვის აღზრდა აკვნიდან, ჩვილობიდან იწყება. „იავნანას“ დანიშნულება არა მარტო ბავშვის დაძინება იყო, არამედ ამ სიმღერით დედა პირმშოს უნერგავდა სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულს, ერთგულებასა და თავდადებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძისა და რაფიელ ერისთავის ლექსების ფონზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საოცარი სპექტაკლი, რომელსაც ასევე ამშვენებდა ქართული სიმღერები და სადღეგრძელოები“, - ამბობენ სკოლაში.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203