15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. წელს ქართული პოეზიის დედოფლის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ეს გამორჩეული თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
12 დეკემბერს სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა პოეტის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს, მოიძიეს ნაკლებადცნობილი ფაქტები მისი ცხოვრებიდან, შექმნეს კედლის გაზეთი, მოამზადეს პრეზენტაცია და მხატვრულად წაიკითხეს პოეტის რჩეული ლექსები.
ბავშვებმა ანა კალანდაძის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი როლი ქართულ პოზიაში.
ცნობილი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: