ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
16-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა საინტერესო ღია გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, რომელსაც მასწავლებელი ლია კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის მიზანი იყო მიმიკის რაობის გაცნობიერება და სახვით ხელოვნებაში ემოციებისა და განწყობილების გადმოცემა სათანადო ნიმუშებზე მსჯელობისა და პრაქტიკული აქტივობის საფუძველზე.

მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პორტრეტები. გაეცნენ მიმიკის საშუალებით ემოციებისა და განწყობილების გადმოცემის სხვადასხვა ხერხებს. სლაიდებით განიხილეს ილუსტრაციები. დასასრულს, თითოეულმა მოსწავლემ იმსჯელა საკუთარ ნამუშევარზე, თუ როგორი ემოცია გამოსახა პორტრეტზე.

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში განხორციელებულ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203