ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებით დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ახლახან, მე-2 კლასში მოსწავლემ წარმატებით შეასრულა კომპლექსური დავალება თემაზე - „გეომეტრიული ფიგურების ნაირსახეობა“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი გულნაზი ჩილინგარაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს და საინტერესო აქტივობებით ანებივრებს. მოსწავლეები კი მათემატიკას დიდი შემართებით სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: