ალისუბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარმატებას მიაღწიეს
18-06-2018

ალისუბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ. 

ზონალურ ტურში, რომელიც ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით ჩატარდა, სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ნანა არაბიძე, მიშიკო ჭანტურიძე, მირზა ბოჭორიშვილი (ფოლკლორის სექცია, პედაგოგი ნაზი ბოჭორიშვილი), მარი ხუჯაძე და ანი ქველიძე (რუსული ენის სექცია, პედაგოგი ტატიანა შუღლაძე) მონაწილეობდნენ. 

მირზა ბოჭორიშვილმა დასკვნით ტურშიც მიიღო მონაწილეობა და სიგელით დაჯილდოვდა.

შესაბამისად, სიგელები და დიპლომები გადაეცათ პედაგოგებს ნაზი ბოჭორიშვილსა და ტატიანა შუღლაძეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203