15 დეკემბერს, ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ეს გამორჩეული თარიღი ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მთვარისა ახვლედიანმა ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე მე-5 კლასელებთან ერთად იზეიმა.
მოსწავლეებმა პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
დირექტორს მოსწავლეთა შემოქმედებითობა ახარებს და მათი ნიჭიერებით ამაყობს.
„გუშინ „ტვინების ბრძოლის“ ფინალში გამარჯვებულმა ბიჭებმა დღეს პოეზიის სიყვარულიც მშვენივრად დაგვანახეს. ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით, ჩემო პატარა ვაჟკაცებო!“,- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი.
იხილეთ ფოტოები: