საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა საახალწლო სპექტაკლი ნახეს
17-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ზღაპრული წინასაახალწლო განწყობა სუფევს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სასკოლო ცხოვრებაში სადღესასწაულო ელემენტები შეაქვთ. 

ახლახან, გასართობი ექსკურსიების ფარგლებში თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი) თეატრში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ნახეს ყველასათვის საყვარელი საახალწლო სპექტაკლი „გრინჩი“.

სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეები თოვლის ბაბუამ საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრა. პირველკლასელები დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203