ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება ჩატარდა
18-06-2018
ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება ჩატარდა. კლასის ხელმძღვანელის, მედიკო აბაშიძის ორგანიზებით, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების დახმარებით კლასი ლამაზად გაფორმდა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას და მასწავლებლებს ოთხი წლის განმავლობაში დაწყებით კლასებში სწავლის „ანგარიში“ ჩააბარეს და მადლობა გადაუხადეს.
ბავშვებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. მშობლებმა მასწავლებლებს და ბავშვებს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადეს.