იაკობ გოგებაშვის შემოქმედება დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და პატარებს წიგნიერების სამყაროში ერთგულ მეგზურობას უწევს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ახლახან იაკობ გოგებაშვილის კვირეული გაიმართა.
კვირეული მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს.
კვირეულის განმავლობაში სკოლის I, II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, გამოუშვეს კედლის გაზეთი გოგებაშვილის ბიოგრაფიის ამსახველი ფოტო-მასალით. მოეწყო ნამუშევრების პრეზენტაცია, დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი, ჩატარდა წერის და კითხვის კონკურსები.
აღსანიშნავია, რომ კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: