ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეთა პრაქტიკული დავალებებით გაჯარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი
17-12-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითა გაჯერებული.

ასეთი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული ბუნების გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას ავლენენ.

„გაკვეთილზე სრულდება როგორც სახელმძღვანელოში არსებული პრაქტიკული სამუშაოები, ისე მოსწავლის სამუშაო რვეულში მოცემული აქტივობები.

მოსწავლეები, რომლებიც თეორიული მასალის ათვისებაში ნაკლებ ინტერესს იჩენენ, აქტიურად არიან ჩართულნი პრაქტიკულ აქტივობებში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნივთიერებების, ნარევების, ადამიანის ორგანიზმის შესწავლისას არაერთი საინტერესო პრაქტიკული სამუშაო განახორციელეს.

მათ დაამზადეს სხვადასხვა ნარევი, გამოჭრეს და ააწყვეს ადამიანის ჩონჩხი, დაამზადეს თითების შემადგენელი ძვლების მოძრავი შეერთების მოდელი, ნახეს როგორ დარბილდა ძმარში მოთავსებული ქათმის ძვალი და სხვა.

მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს ინტერესი უჩნდებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

„აღნიშნული აქტივობებით გვინდა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ სიყვარული გავუღვივო და გავაუმჯობესო სწავლა- სწავლების ხარისხი“ - ამბობს სკოლის მე-6 კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ციალა ზარიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203