ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო V-X კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე - „შემოდგომის ფერები“, რომელიც სკოლაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალიზმითა და განსხვავებული გადმოცემის უნარით გამოირჩეოდა.
გამოფენის, მიზანი იყო შემოდგომის განწყობის შექმნა და მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება.
„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით ბავშვები სწავლობენ, რომ ხელოვნების მეშვეობით მათ შეუძლიათ გამოხატონ განცდები თუ გრძნობები და ამ სახით ეურთიერთონ ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, ისინი იძენენ სხვისი შრომის შეფასებასა და დაფასების უნარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
გამოფენის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: