27 დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები დაიწყება, - აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ არეგულირებს; მიუხედავად იმისა, რომ დასვენება მოსწავლეებისთვის 2 კვირის ვადითაა განსაზღვრული და მოიცავს პერიოდს 29 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ამჯერად ბავშვებისთვის არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება, რადგან 28-29 დეკემბერი შაბათ-კვირას ემთხვევა.
შესაბამისად, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღეს გაგრძელდება, ხოლო 15 იანვრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
რაც შეეხება კითხვას, უნდა მივიდნენ თუ არა ამ პერიოდში პედაგოგები სკოლებში - სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, ოფიციალური უქმეები 1-2 იანვარია, ზამთრის არდადეგები კი მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა.
საჯარო სკოლების შემთხვევაში, ამ მხრივ მათ მეტი თავისუფლება აქვთ და არდადეგების დაწყება-დასრულების ვადებს თავად განსაზღვრავენ.