ხელფასის 100 პროცენტი - თბილისის ბაღების თანამშრომლები საახალწლოდ ფულად ჯილდოს მიიღებენ
20-12-2024

ახალი წლის დღესასწაულისთვის თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასის ოდენობის დანამატს მიიღებენ, - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 6375 აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელის თანაშემწე, ინკლუზიური განათლების სპეცპედაგოგია, თუმცა წახალისება არა მხოლოდ მათზე, არამედ თბილისის ბაღებში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე გავრცელდება.

ასე რომ საახალწლოდ, თბილისის ბაღების თანამშრომლები ხელფასის 100 პროცენტს მიიღებენ წახალისების სახით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203