„ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“ - კალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ გია ყანჩელის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნა 
19-12-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტაცია სახელწოდებით - „ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“ ეხებოდა  გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. 

პრეზენტაცია კლასში წარადგინა მე-10 კლასის მოსწავლემ - გიორგი მარგველანმა. მისი ხელმძღვანელი იყო მუსიკის პედაგოგი თეა მერლანი, რომელიც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო, სასწავლო.აქტივობებს.

მოსწავლემ, გია ყანჩელის მუსიკის ფონზე საინტერესოდ ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე.

„მან ასევე, წარადგინა გია ყანჩელის მუსიკალური გაფორმებით ქართული კინოს უკვდავი შედევრების ფრაგმენტები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პრეზენტაცია იყო საბახაობრივი და შინაარსობრივი.

სკოლის დირექტორმა, რაულ გულბანმა და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მუსიკის პედაგოგს - თეა მერლანს და მოსწავლეს - გიორგი მარგველანს. მათ უსურვეს წარმატებები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203