წალკის N1, სამების, ბარეთის, განთიადისა და საბეჭისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში - „მოაზროვნე“ გაიმართა
19-12-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდა, რომელმაც ხუთი სკოლა გააერთიანა. 

თამაშში მონაწილეობდნენ წალკის N1, სამების, ბარეთის, განთიადისა და საბეჭისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. 

ინტელექტუალური თამაში სამების საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. 

ღონისძიების მიზანი იყო:

* ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია;

* მოსწავლეებში კითხვის/წაკითხულის გააზრების, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა;

* სკოლების დამეგობრება და ხანგრძლივი თანამშრომლობა.

თამაში მეტად საინტერესოდ, კონკურენტულ გარემოში, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. ინტელექტუალურ პაექრობაში კი ბარეთის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა „ოქროს ბუ“, რომელიც ყოველ თამაშზე, გამარჯვებულ გუნდთან გადაინაცვლებს. თამაში ჩატარდება სემესტრში ერთხელ.

„ვულოცავთ, ბარეთის საჯარო სკოლას ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ყველა მონაწილეს.
მადლობა, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის; მადლობა მონაწილე სკოლებს“,- აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები და წალკის მასშტაბით, მონაწილეობის მსურველ სკოლებს შემდეგ თამაშზე ეპატიჟებიან. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...