ცვლილება საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის - დამტკიცდა განათლების დარგობრივი მახასიათებელი
20-12-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, დამტკიცდა ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო‐სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს:

● თავისუფალი კომპონენტების მოდული ‐ არაუმეტეს 60 ECTS;

● საგნის/საგნობრივი ჯგუფისა და მასწავლებლის მომზადების კომპონენტი: პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის, ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის საგნობრივი (შეიძლება მოიცავდეს საგანს ან საგნებს, ან საგნობრივ ჯგუფს) და მეთოდური მოდული ‐ არანაკლებ 180 ECTS ) მათ შორის სპეციალური განათლების (არანაკლებ 10 კრედიტი);

● სასკოლო პრაქტიკისა და კვლევის მოდული ‐ არანაკლებ 60 ECTS.

 უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :https://eqe.ge/ka/page/static/1025/ganatleba

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203