სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე სურათი „გააცოცხლეს“
18-06-2018
სვენეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ჰოლანდიელი ფერმწერის გერარდ ტერბოხის ნახატის - „წერილი“ ინსცენირება წარადგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბაროკოს ეპოქის ნახატზე გამოსახული გმირები სცენაზე გააცოცხლეს და სურათზე აღწერილი მოვლენები გაითამაშეს. 

ღონისძიებას პედაგოგი ნაზო საათაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და როლები ოსტატურად შეასრულეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203