ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
20-12-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ზრუნავენ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი ბავშვების ჩართულობას კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ახალისებენ, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება. 

„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სასკოლო, საქალაქო და რეგიონალურ ტურებში.

1-ელ დეკემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარებულ რეგიონულურ ტურში მონაწილეობდა ორი გუნდი - „ხელშეუხებლები“ და „ქლიქი“. 

„ხელშეუხებლებში“ ირიცხებიან მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეები (დამრიგებელი: სოფიკო აბესაძე და თამარ თურქაძე).

გუნდის წევრები:

  • ბარბარე გრძელიძე;
  • ანამარია კიკნაველიძე;
  • მზიკო გოგოლიძე;
  • მარიამ გაჩეჩილაძე;
  • ელენე კობახიძე.

„ქლიქი“ კი დაკომპლექსებულია მე-10 კლასელებისგან (დამრიგებელი მანანა ქათამაძე).

გუნდის წევრები:

  • თეკლა კიკნაველიძე;
  • მარიამ გოგოლიძე;
  • ლიზი ხუსკივაძე;
  • ელენე ხუსკივაძე;
  • ნიკა ფერაძე.

სკოლაში ახარებთ, რომ მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

„ვულოცავთ და ვუსურვებთ ფინალურ ტურში წარმატებებს. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და მათ მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203