ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, VIბ კლასში, ინგლისურ ენაში, პროექტ-გაკვეთილი - Christmas in different countries ჩატარდა. მას დირექტორის მოადგილე და კათედრის წევრები ესწრებოდნენ.
გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, Kahoot-ის ონლაინ პლატფორმის დახმარებით, გაკვეთილი კიდევ უფრო სახალისოდ წარიმართა. მას პედაგოგი მარიამ რობაქიძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: