ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრია, რომელთა წარმატება საამაყოა.
მათ შორისაა სკოლის კურსდამთავრებული თეა კაციტაძე, რომელსაც გადაეცა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი ოქროს მედალი და ოქროსმედალოსნის სერტიფიკატი.
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტო: