„ქალაქური პრობლემები“ - გეოგრაფიის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ნოქალაქევის საჯარო სკოლაში
20-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნებში ღია გაკვეთილები ტარდება, რომლებსაც ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს. 

მათ შორის, მე-12 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში თემაზე - „ქალაქური პრობლემები“, რომელსაც მასწავლებელი ბესიკ ბესელია ხელმძღვანელობა. 

გაკვეთილის მიზანი იყო - ურბანიზაციისა და ქალაქების თანამედროვე პრობლემების გაცნობა, ქალაქებში გამონაბოლქვის დონეზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა.

გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. განიხილეს კოგნიტური დიაგრამა (არალინგვისტური - თევზის ფხა). გაეცნენ პროგრამას - „ოქტომბერი ქალაქში“ და „ჭკვიანი ქალაქის“ მახასიათებლებს. ისაუბრეს ქალაქების თანამედროვე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია პლაკატებით.

ღია გაკვეთილს სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203