ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, V და VI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლაში, კონფერენცია თემაზე - „კახეთი ჩემი კახეთი“, ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი მსმენელისთვის კახეთის სამეურნეო და კულტურული მნიშვნელობის უკეთ გაცნობა იყო. კონფერენციის ბოლოს დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით კახეთის თემაზე შეივსო კროსვორდი.
მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორები თამარ დომელიშვილი და ნინო გიგილაშვილი იყვნენ.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: