ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ქართული ენის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
23-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-3 კლასში, ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ძალა ერთობაშია“, რომელსაც პედაგოგი მარინა ხუხუნი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო - ლიტერატურული ტექსტის კითხვა, თხრობა, გააზრება და შეჯამება, ლიტერატურულ ჟანრებზე დაკვირვება, დასკვნების გამოტანა და პერსონაჟების საქციელის შეფასება, ენობრივ მასალაზე დაკვირვება და ნაცნობი საკითხების ამოცნობა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში. გაიხსენეს ნასწავლი ტექსტები და გადმოსცეს მათი შინაარსი. ბარათებზე მოცემული კითხვებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაცვლეობით იმუშავეს ჯგუფებში. იმსჯელეს ლექსსა და მოთხრობას შორის განსხვავებაზე. მოსწავლეებმა ბარათების გამოყენებით ინდივიდუალურად იმუშავეს გრამატიკულ საკითხებზე.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203