საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეები ზღაპრული თავგადასავალია.
ახლახან, საშობაო აქტივობების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Iა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) იმყოფებოდნენ თეატრში.
მოსწავლეებმა ნახეს ყველასათვის საყვარელი საახალწლო სპექტაკლი „გრინჩი“ და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: