ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა მიუძღვნეს
23-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და სხვდასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობითა და საინტერესო ინციიატივებით გამორჩევიან. 

მოსწავლეები დიდი შემართებით შეუერთდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისთვის ჩაატარეს აქტივობა ადამიანის უფლებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად აქციეს და უკვე რამდენიმე წელია, ყოველ 10 დეკემბერს ატარებენ სხვადასხვა სახალისო აქტივობას (ხატვა, „ანონიმური ყუთი“, პრეზენტაცია, სიმღერა, ფილმის ჩვენება და სხვა).

„მსგავსი აქტივობით/აქტივობებით გვსურს აღვზარდოთ მოქალაქე, ინდივიდი თავისი ღირებულებებით, იდეებით, მოსაზრებებით და მისწრაფებებით. ეს ყველაფერი პიროვნების ხასიათს, ქცევას განაპირობებს და განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისათვის.

აქტივობას პედაგოგი ნათელა ირემაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203