ყულარისა და კირიხლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლებმა ერთობლივი პროექტი განახორციელეს
18-06-2018
ყულარისა და კირიხლოს საჯარო სკოლების კონსულტანტ-მასწავლებლების ლალი ნარიმანიძისა და ნანა არაბულის პროექტმა „საქართველოს მზის ქვეშ“ წარმატებით ჩაიარა. 

პროექტის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები არ ფლობდნენ საჭირო ინფორმაციას საქართველოსა და მისი კუთხეების ეთნოგრაფიისა და კულტურის შესახებ. 

„არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს უჭირთ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და ცოდნის ტრანსფერი, არ აქვთ კარგად განვითარებული საპრეზენტაციო, სწავლისა და გუნდური მუშაობის უნარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.  

პროექტის მიზანი იყო ქართული ენის ფლობის კომპეტენციის ამაღლება, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარების განვითარება, საქართველოს შესახებ ცოდნის ამაღლება და სხვა. 

პროექტის თემის გლობალურობის გამო მასში მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, საგარეჯოს და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი 42 სკოლაც ჩაერთო. 

„აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინტეგრირებასა და ადაპტირებას უცხო გარემოსთან, ასევე მოსწავლეთა დამეგობრებას, ურთიერთთანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობას. შემუშავდა პროექტის დებულება, განაწილდა ფუნქციები. მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრა მე-5-მე-12 კლასების მოსწავლეები, რადგან ჩავთვალეთ, რომ თემასთან დაკავშირებული საკითხების გაგება-გააზრება ენის ფლობის A2 დონის საწყის ეტაპზეც იქნებოდა შესაძლებელი“ - აღნიშნეს კონსულტანტ-მასწავლებლებმა. 

პროექტი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების ეთნოგრაფიისა და კულტურის შესახებ, დაამუშავეს და შექმნეს მასალები. 

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვები, სიმღერები, ტრადიციები წარმოადგინეს. 

ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეებთნ ერთად წარმოადგინეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის კულტურის ნიმუშებიც. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203