„ახალი წელი საქართველოსა და სომხეთში“ - აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორი ქვეყნის სადღესასწაულო ტრადიციებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
23-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წინასაახალწლო განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და დღესასწაულს დამდეგს მოსწავლეებს თემატური აქტივობებით ანებივრებენ.

აბულის საჯარო სკოლაში ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა - ნელი ერემიანმა და დიანა ხოცანიანმა მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოამზადეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ახალი წელი საქართველოსა და სომხეთში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციის მიზანი იყო საახალწლო ტრადიციების გაცნობა და ორივე ქვეყანის საახალწლო ტრადიციების მსგავსებისა და განსხვავებების შედარება. 

მოსწავლეებმა ტრადიციულ საახალწლო კერძებზეც ისაუბრეს, აღნიშნეს თუ საიდან იღებს სათავეს ესა თუ ის წეს-ჩვეულება, საკითხის შესახებ ცონა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203