ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობებით ახალისებენ, ამ მხრივ განსაკუთრებით გაჯერებულია წინასაახალწლო პერიოდი.
მესამე კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შექმნეს გაზეთი თემაზე - „ზამთარია“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, გაზეთისთვის საინტერესო ილუსტრაციები შექმნეს, ისაუბრეს ზამთრის დღესასწაულებზე და ისწავლეს ლექსები და გამოცანები.
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: