„ვსწავლობთ თამაშით“  - იანეულის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების მოდელები შექმნეს
23-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, II კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, რომელიც „ვსწავლობთ თამაშით“ მეთდის გამოყენებით წარიმართა. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების მოდელები შექმნეს. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლალი წულაია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203