ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ნარე კაზარიანმა და ანაჰიტ იორდანიანმა, არაფორმალური განათლების გაკვეთილის ფარგლებში, ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თავიანთი როლები და ჯადოსნური საადღესასწაულო განწყობა შექმნეს.
ღონისძიების ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: