ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნავენ და წინასაახლწლოდ ბავშვებს თემატურ აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა კონკურსი თემაზე - „ჩემი ორიგინალური ნაძვის ხე“.
მოსწავლეებმა ქართულ ენაზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხეები წარმოადგინეს.
ბავშვების მიერ შექმნილი საახალწლო დეკორაციები ორიგინალური და მრავალფეროვანი გამოვიდა.
„ძალიან ნაყოფიერი და მიზანმიმართული გაკვეთილი გამოგვივიდა. დიდი მადლობა ბავშვებს ამ ლამაზი გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: