ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ქართული ცეკვები. მათ ასევე პოეტის შემოქმედება „გააცოცხლეს“ და მისი ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დალი წულუკიძე.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: