განათლების ხარსიხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2024 წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება.
საბჭო შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხლავს (სააპელაციო საბჭოდან დაბრუნებული)
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.